ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T758 - ტენდერი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი“ გეგმავს ქ. თბილისში, გულუას ქ. #22-ში (ს/კ 01.18.05.001.023) მშენებარე ავტომანქანების ბუნებრივი აირით გასამართი საკომპრესორო სადგურის ელ.სამუშაოების ჩატარებას.

კომპანია ელ.სამუშაოების შესაძლო შესყიდვის მიზნით იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება

ქ. თბილისში, გულუას ქ. #22, ს/კ 01.18.05.001.023, მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურის 630 კვტ სიმძლავრის ქალაქური ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობა:

  • დამზადება, აღრიცხვის კვანძის კარადის და სატრანზიტო უჯრედის გათვალისწინებით (აღრიცხვის კვანძის კარადისა და სატრანზიტო უჯრედის ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე), მაღალი (მხარის გამთიშველი მცველების კომპლექტით) და დაბალი მხარის (1000 ამპერიანი გამთიშველი 1ც. სამფაზა ავტომატები: 1000 ამპერიანი 1 ც; 630 ამპერიანი 1 ც; 250 ამპერიანი 2 ც; 100 ამპერიანი 1 ც. გაგრილების ვენტილატორი Ф350, 2 ც.-ავტომატური მართვის ბლოკით) მოწყობით, ტრანსპორტირება ადგილზე, მონტაჟი და ექსპლუატაციაში მიღება (ლაბორატორიული შემოწმების ოქმები: ტრანსფორმატორის, ტრანსფორმატორის ზეთის) შემსრულებლის ძალოვანი ახალი ტრანსფორმატორით (ТМ-6306/04);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

მოვალეობები

  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა;
  • სამუშაოების განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია

  • შესასრულებელი სამუშაოების ფასი ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელსაც ზემოდან უნდა ეწეროს ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი;
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 6 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შპს „ნეოგაზი“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. N14. წინადადებების გახსნა სატენდერო კომისიისა და ტენდერში მონაწილე პირთა თანდასწრებით მოხდება 2015 წლის 7 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე;
  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 50%, ხარისხი და საგარანტიო პირობები 30%, გადახდის პირობები 20% .

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 595 33 44 24 - საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე; 551 11 22 22 - საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ