ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7584 - ტენდერი ვიდეო რგოლის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სამოქალაქო განვითარების სააგენტო აცხადებს ტენდერს სოციალური ვიდეო რგოლის მომზადებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და პროგრესული მომავალის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით. 

 „სიდა“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში,“ რომელიც მიზნად ისახავს მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამი ვიდეორგოლის მომზადებისათვის „სიდა“ იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

  • ვიდეორგოლი I - გრაფიკული, ხანგრძლივობა: 60 და 30 წამიანი ვერსიები 
  • ვიდეორგოლი II - ინტერვიუს ფორმატი, გრაფიკული გაფორმებით. ხანგრძლივობა: 3-4 წუთი
  • ვიდეორგოლი III - გრაფიკული, ხანგრძლივობა - 30 წამი

სამუშაოს აღწერა: 

  • 2 გრაფიკული ვიდეო რგოლის მომზადება. 
  • 1 სტანდარტული ვიდეო რგოლის მომზადება. 
  • ვიდეო რგოლის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთსა და დონორ ორგანიზაციებთან;
  • ვიდეო რგოლი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების გამოყენებით;
  • სამუშაო უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის ვადაში. 
  • ვიდეო რგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში. 

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 
  • სასურველია კოპანიას ჰქონდეს ამავე სამიზნე ჯგუფთან და/ან მსგავს თემატიკაზე ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება. 

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (პორტფოლიო); 
  • მინიმუმ 3 ვიდეო რგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
  • მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი); 
  • პროდუქციის მიწოდების პირობები;
  • მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 20 სექტემბრისა.   
  • სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: pr@cida.ge სათაურის ველში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ტენდერის დასახელება/ნომერი. 

„სიდა“ ჩაატარებს მომსახურების შეთავაზების ანალიზს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კონტრაქტის მინიჭებისათვის.     

ყველა შეკითხვა ან განმარტება (ტენდეთან დაკავშირებით) 18 სექტემბერის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Email: pr@cida.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები