ჩაბარების ვადა:

28 სექტემბერი 2020, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7585 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის აბრების დამზადებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის აბრების დამზადებასა და მონტაჟზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - “სულ სატენდერო ფასი ლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
  • საიტზე ვაჭრობის შემთხვევაში შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს ფასდაკლების წინადადებაზე გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, რომელიც უნდა მოიცავდეს მივლინების ხარჯებსაც. თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯსაც;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი; საგარანტიო პერიოდიში კომპანიამ ბანკს უნდა გაუწიოს თანმდევი მომსახურება, როგორც ეს აღწერილია დანართ 3 -ში;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ფინანსური მდგომარეობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წამოადგინოს კომპანიის ბოლო 2 წლის ფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია (2018 და 2019 წლების საბალანსო უწყისები და მოგება-ზარალის დეკლარაციები); დეკლარაციების ალტერნატივად, შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, კომპანიის  ანალოგიური ინფორმაციის შემცველი შიდა დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;

ტენდერის გახნამდე, კომპანიამ უნდა წამოადგინოს თითოეული პუნქტის მასალის ნიმუში:

  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს შეფუთულ მდგომარეობაში, შესაბამისი მარკირებით: კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ადრესატი: მარიამ ნაკაშიძე ან/და ტარას მირგატია; 
  • ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: გაგარინის 29 ა, თბილისი. არაუგვიანეს ტენდერის გახსნის დღისა;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში,  თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;

ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;

ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 28 სექტემბერი, 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 600 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 600.00 ‎₾