ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7589 - ტენდერი სამედიცინო მედიკამენტების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო მედიკამენტების შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • მედიკამენტების ჩამონათვალი

სატენდერო პირობები:

  • მოწოდებული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება არანაკლებ მოწოდებიდან 120 დღისა;
  • მედიკამენტების მოწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა;
  • შემოთავაზებული მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მოწოდების დღისთვის არ უნდა იყოს ნაკლები ამ პროდუქტის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა.
  • გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. N40
  • შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში
  • გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს.
  • არ არის აუცილებელი მედიკამენტების სრული ჩამონათვალის შემოთავაზება. შესაძლებელია ცალკეული მედიკამენტების შემოთავაზება.
  • განიხილება აგრეთვე სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული პირობების შემოთაბაზება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად მიმაგრებულ მედიკამენტების ჩამონათვალში (იხ.  მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • კონსიგნაციის ვადა;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო  პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების, პირობების და მომსახურების შესაბამისად

გთხოვთ, სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი 2020 წ. (18:00- მდე).
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40.

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
საბა ბასილაძეს
შესყიდვების მენეჯერი
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“
ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
ტელ: (+995) 598 96 06 69
E-mail: sababasiladze18@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები