ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7591 - ტენდერი სამედიცინო სახარჯი მასალების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო სახარჯი მასალების შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სამედიცინო სახარჯი მასალების ჩამონათვალი

სატენდერო პირობები:

  • მოწოდებული სახარჯი მასალების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება არანაკლებ მოწოდებიდან 120 დღისა;
  • სახარჯი მასალების მოწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა;
  • შემოთავაზებული სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადა მოწოდების დღისთვის არ უნდა იყოს ნაკლები ამ პროდუქტის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა.
  • გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. N40
  • შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში
  • გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს.
  • არ არის აუცილებელი სახარჯი მასალების სრული ჩამონათვალის შემოთავაზება. შესაძლებელია ცალკეული სახარჯი მასალის შემოთავაზება.
  • განიხილება აგრეთვე სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული პირობების შემოთაბაზება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად მიმაგრებულ სახარჯი მასალების ჩამონათვალში (იხ. მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • კონსიგნაციის ვადა;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების, პირობების და მომსახურების შესაბამისად

გთხოვთ, სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღება იწყება 15 სექტემბერი 2020 წ. (10:00 სთ-დან)
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი 2020 წ. (18:00- მდე).
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40.

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
საბა ბასილაძეს
შესყიდვების მენეჯერი
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“
ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
ტელ: (+995) 598 96 06 69
E-mail: sababasiladze18@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები