22 სექტემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7605 - საოფისე ავეჯის შესყიდვა
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 22.09.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება
- ფირმის მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება: “Procurement of office furniture”
- წარწერა ,,კონფიდენციალურია“
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროექტის ნომერი: 19.2146.9-009.00 და ტენდერის ნომერი: 91142804
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- შეკვეთის შესრულების ვადები
- შემოთავაზების მოქმედების ვადა
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 25.09.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი