ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7607 - ტენდერი ქ. თბილისში ლაგოდეხის ქუჩაზე Holiday Inn Express-ის ბრენდის სასტუმროს საინჟინრო-სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სიმეტრია აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში (ლაგოდეხის ქუჩა №4, № 6 /ფაღავას ქუჩა № 15/7) Holiday Inn Express-ის ბრენდის სასტუმროს საინჟინრო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე. კერძოდ: გათბობა, გაგრილება, კონდიცირება, წყალი, წყალარინება, ელექტროობა და სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოები (აგრეგატები, სამონტაჟო სამუშაოები, სისტემების გაშვება)

  • საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თანდართულ ბმულში.
  • მასალებისა და აგრეგატების რაოდენობა/მოცულობები იხილეთ თანდართულ ბმულში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • ქ. თბილის ლაგოდეხის ქუჩა №4, №6 / ფაღავას ქუჩა № 15/7 -ში

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა:

  • შესრულებულ სამუშაოზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
  • სამუშოების დასრულების შემდეგ არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი, ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით:
    - მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწყობილობა-დანადგარების შესახებ ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანა, კომპანია მარკა და მოდელი , პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სპეციფიკაციების შესაბამისად.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეთ ანალოგიური სამუშაოების (სასტუმროს საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები) გამოცდილება. არანაკლებ 2 (ორი) ხელშეკრულება, ჯამში 5 000 000,00 (ხუთი მილიონი) ლარის ღირებულების
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ფორმა N2 ან ექსპერტიზის დასკვნები) და სარეკომენდაციო წერილი (სასტუმროს საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები).

მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს 2017-2020 წლებში უნდა ქონდეთ არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ბრუნვა;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა წამორადგინონ ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი ამონაწერი ბანკიდან და ასლები (ხელშეკრულებების ან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან ფორმა 2 ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც დასტურდება მსგავს (სამშენებლო, სარემონტო და საინჟინრო სამუშაო) სამუშაოებზე ბრუნვა.
  • იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არის უცხური საწარმო, ან მისი წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, წლიური ბრუნვა, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანიების მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა 2017, 2018, 2019 და 2020 წლების შემოწმებული საბალანსო უწყისებისა ან/და დამკვეთისათვის მისაღები სხვა ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რომლიც უნდა ასახავდეს პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობის მდგრადობას, საქმიანობის უწყვეტობას და მიუთითებდეს მის პერსპექტიულ გრძელვადიან რენტაბელურობაზე.

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული სხვადასხვა მასალები და დანადგარები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს პროექტში მითითებულ სპეციფიკაციებს.
  • შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სამუშაოების პროცესში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მასალებისა და დანადგარების ხარისხის და/ან სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულების შემდეგ თითოეულ ეტაპზე, საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სამუშაო არეალის დასუფთავება და დალაგება;
  • მიმწოდებელმა სარემონტო სამუშაოების პერიოდში არ უნდა მოახდინოს სარემონტო პერიმეტრის გარეთ ტერიტორიების სამუშაოებით გამოწვეული დაბინძურება;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი:
საკვალიფიკაციო მონაცემების სახით პრეტენდენტმა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
  • ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ;
  • ცნობა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საქმისწარმოება;

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხაზე კონტრაქტორის მიერ წარმოსადგენია უპირობო საბანკო გარანტია,

გარანტიის მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

გარანტიის პირობები:

  • გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • კონტრაქტორის მოთხოვნის შესაბამისად სამუშაოების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (სავარაუდო სახელშეკრულებო ფასის) 20%-ის გადახდას დამკვეთი განახორციელებს ავანსის სახით, კონტრაქტორის მიერ იგივე ოდენობის თანხაზე უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენის თარიღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში; ამასთან, წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ  30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულებისთვის დადგენილ ვადას. საგარანტიო პერიოდის გაგრძელება ხორციელდება მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამასთან ახალი უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენა უნდა მოხდეს არსებული უპირობო საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული საბანკო გარანტიის შემცირება მოხდება შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორების პროცესში ფაქტიურად გაცემული ავანსის  შემცირების შესაბამისად, დამკვეთის მხრიდან გაცემული შესაბამისი წერილობითი დადასტურებისა და ორმხივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმ პირობით, რომ გარანტიის თანხა არც ერთ ეტაპზე არ უნდა იყოს ფაქტიურად გაცემულ და გამოუქვითავ საავანსო თანხაზე ნაკლები.
  • შემდგომი გადახდები განხორციელდება კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისად, არაუგვიანეს აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 80%-ის ოდენობით, ავანსად გაცემული თანხის პროპორციული გამოქვითვით.
  • შესრულებული სამუშაოების ღირებულების ბოლო 10%-ის ანაზღაურებას/საბოლოო ანგარიშსწორებას დამკვეთი განახორციელებს ორ ეტაპად, კერძოდ:
    - სამუშაოების სრულად დასრულებისა და მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ,  არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამკვეთი გადაუხდის კონტრაქტორს დაკავებული თანხის 5%-ს,
    - დანარჩენ 5%-ს დამკვეთი კონტრაქტორს გადაუხდის კონტრაქტორის მიერ საგარანტიო პერიოდის უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ან/და საგარანტიო პერიოდის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ამასთან, საგარანტიო პერიოდის გარანტია გაცემული უნდა იყოს სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხაზე და მოქმედებდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის  განმავლობაში.

ხელშეკრულების პროექტი იხილეთ მიმაგრებულ ბმულში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ გადმოწეროთ WeTransfer - ის მიმაგრებული ბმულიდან: https://bit.ly/2FKafaN

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ttsotsolashvili@simetria.ge არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა 18:00 სთ.

საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები
თეო წოწოლაშვილი
მობ: 599210025
ელ. ფოსტა: ttsotsolashvili@simetria.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები