ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7613 - ტენდერი პროგრამულ უზრუნველყოფის შესყიდვაზე (საბუღალტრო პროგრამა და ე.წ. “POS”)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული სატენდერო განაცხადი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ამბოლი დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთების ავტონაწილებისა და ავტო აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. 

დღეისათვის კომპანია დაკავებულია საბურავების, საავტომობილო ზეთების, ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით. 

შპს ამბოლი აცხადებს ტენდერს პროგრამულ უზრუნველყოფის შესყიდვაზე (საბუღალტრო პროგრამა და ე.წ. “POS”) შემდეგი ფუნქციონალების გათვალისწინებით:

  • პროდუქციის რეგისტრაცია / მარაგების აღრიცხვა / დასაწყობება / მართვა;
  • დისტრიბუცია;
  • საბითუმო გაყიდვა;
  • მომხმარებლების რეგისტრაცია;
  • საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებზე გაყიდვის ოპერაციის წარმოება;
  • ფილიალებს შორის საქონლის გადაადგილება;
  • ლოიალურობის ბარათის სხვადასხვა ტიპების შექმნა და მომხმარებელზე რეგისტრაცია შემდგომში ფასდაკლების/ქეშბექის მიღების მიზნით;
  • ფინანსური აღრიცხვა;
  • რეპორტინგი;
  • ინტეგრაცია კომპანია „ამბოლი“-ს სხვადასხვა ვებ გვერდებთან;
  • ავტოსერვისი (მომსახურების გაყიდვა).

 პროგრამულ უზრუნველყოფაში გათვალისწინებული უნდა იყოს უფლებების და როლების მართვა.
 
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 2 ოქტომბრისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება - 18 სექტემბერი 2020 წელი
    - სატენდერო წინადადებების მიღება - 2 ოქტომბერი 2020 წელი
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 8 ოქტომბერი 2020
    - ხელშეკრულების გაფორმება - 13 ოქტომბერი 2020 წელი

შპს ამბოლი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.
შპს ამბოლი იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია.

გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

შემოთავაზება

  • შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ გამოითხოვონ დანართი #1, შემსყიდველის საკონტაქტო პირისგან.

ელექტრონული ტენდერის ჩაბრების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ანანო ვაშაძე
მობ: 595 60 70 70
ელ. ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა