ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7626 - ტენდერი ქ.თბილისში უნივერსიტეტის ქ. #6 ში მდებარე ფართის სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ამბოლი აცხადებს ტენდერს ქ.თბილისში უნივერსიტეტის ქ. #6 ში მდებარე ფართის სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე. შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 2 ოქტომბრისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება - 18 სექტემბერი 2020 წელი
    - სატენდერო წინადადებების მიღება - 2 ოქტომბერი 2020 წელი
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 8 ოქტომბერი 2020
    - ხელშეკრულების გაფორმება - 10 ოქტომბერი 2020 წელი

შპს ამბოლი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.

შპს ამბოლი იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია

გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

შემოთავაზება:

  • შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

პასუხისმგებლობა

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბრების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შენიშვნა: მონაწილეებთან უშუალო გასაუბრებების დროს შესაძლებელია განხორციელდეს მცირე კორექტირებები.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა