ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2020, 16:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T7636 - ტენდერი ბანკის ობიექტებისთვის ბრონირებული მინების მოწოდებასა და მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ ფაილი - დაზუსტება N1.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის ობიექტებისთვის ბრონირებული მინების მოწოდებასა და მონტაჟზე.

მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - “ჯამური სატენდერო ფასი ლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
  • საიტზე შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ, სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ფასდაკლების გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი; 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ფინანსური მდგომარეობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის შემდეგ, აუცილებელი იქნება საბოლოო ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში.
  • ბანკმა შესაძლოა დამატებით ჩაატაროს წარმოდგენილი ბრონირებული მინის ნიმუშების ტესტირება და ამ ტესტირების შედეგები გამოიყენოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში,  თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
    - ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა გაფორმდეს ერთზე მეტი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 5 ოქტომბერი, 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 2000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
მარიამ ნაკაშიძე - შესყიდვების მენეჯერი
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾