ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T7656 - ტენდერი ელემენტების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ელემენტების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

საქონლის დასახელება 1 თვის შესასყიდი რ-ბა (ცალი) 1წლის შესასყიდი რ-ბა (ცალი) ერთეულის ფასი (ლარი) ჯამური ფასი (ლარი)
ელემენტი AA alkaline 400 4'800    
ელემენტი AAA alkaline 700 8'400    
  მთლიანი თანხა -

გამარჯვებულ კოპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება, შესასყიდი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესყიდვა მოხდება პრიოდულად ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება დანართ N1-ში არსებული ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 200 ლარი.

ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება საქონლის ერთეულის ფასს.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N1;

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტიშევსებული სახით, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF (Manufacturer Authorised Form);
  • დანართი N1;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 ოქტომბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
    ვაჭრობის ბიჯი: 200 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00 ‎₾