ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T7657 - ტენდერი 5 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო სითხის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 5 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო სითხის შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება შესასყიდი რაოდენობა 1 ცალის ფასი სულ ფასი
5 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო სითხე 1'000 ცალი - ლარი - ლარი

ძირითადი მახასიათებლები:

  • პროდუქტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ის ანტიმიკრობული აგენტები, რომლებიც ეფექტურია სხვადასხვა კოროვირუსების საწინააღმდეგოდ და არანაკლებ იმ კონცენტრაციის წილით, როგორც ეს რეკომენდებულია „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობია ეროვნული ცენტრის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.
  • შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, მზა სახის სითხე, პლასტმასის 5 ლიტრიან ჭურჭელში, პროდუქტის მოხმარების ვადა უნდა იყოს არანაკლებ მოწოდებიდან 6 თვის განმავლობაში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ფასები უნდა მოიცავდეს გადასახადებს და ტრანსპორტირებას. ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ურეკის ქ.N2
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 500 ლარი;
  • საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში, არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. 
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • დაავადებათა კონტროლის დასკვნა და დაავადებათა კონტროლის სერთიფიკატი;
  • პროდუქტის აღწერილობა და დეტალური მონაცემები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 ოქტომბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
    ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
კონსტანტინე მეტრეველი
მობ: 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾