ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T766 - ტენდერი გაზსადენის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს გაზსადენის მშენებლობაზე.

ასაშენებელი ობიექტის ადგილმდებარეობა:
თბილისი, ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • 35 გრძივი მეტრი ქუჩის გადაკვეთა ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდით და d100 ლითონის მილის გატარება გარსაცმის მილში;
  • 450 გრძივი მეტრი 1.2 მეტრ სიღრმის ტრანშეის მოწყობა;
  • 20 სმ. ქვიშის ბალიშის მოწყობა;
  • 450 გრძივი მეტრი d100 მიწისქვეშა გაზსადენის გაყვანა სიღრმე - 1 მეტრი;
  • მიწისქვეშა გაზსადენის პრაიმერით დაფარვა და სამი ფენა პოლიკანის იზოლაციის მოწყობა;
  • გაზსადენის შემოწმება ჰერმეტულობაზე და სიმტკიცეზე;
  • გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობა;
  • მიწის მიყრა, პირვანდელ სახემდე დბრუნება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შეკვრა;
  • ექსპლუატაციაში მიღება;

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დართული ფაილი.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური გამოცდილების მქონე კვალიფიკაციურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

1. დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება (წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით), და შესრულების ვადები.

2. გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 5 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; გამოცდილება - 20%; შესრულების ვადები - 20%; გადახდის პირობები - 20%;

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 6 ოქტომბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკური საკითხები: 599 97 88 18. საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგაძე ან/და 595 97 07 31. საკონტაქტო პირი ნუგზარ ნათობაიძე; ტენდერის დოკუმენტაცია, ჩაბარება: 551 11 22 22 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ