ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T770 - ტენდერი ხის მეორადი პალეტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/178
ბ) დანიშნულება : ხის მეორადი (ევროპული) პალეტის შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა

შენიშვნა: შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს პალეტის ორ ზომაზე: 80X120 და 100X120

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2015 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 15 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 29.09.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 06.10.2015 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ: თეკლა მურვანიძე შესყიდვების დეპარტამენტი ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ