13 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT776 - ფასთა გამოკითხვა სხვადასხვა სახის ჯართისა და გრაფიტის ნატეხების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 13 ოქტომბერი 2015 დრო 17:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სხვადასხვა სახის ჯართისა და გრაფიტის ნატეხების შესყიდვაზე.
შესასყიდი მასალების სახეობა და შესაბამისი რაოდენობები:
- თუჯის ჯართი: 25 ტონა;
 - ფოლადის ჯართი: 25 ტონა;
 - ალუმინის ჯართი: 800 კილოგრამი;
 - გრაფიტის ნატეხები: 4 ტონა.
 
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ პირებს წინადადებები შეუძლიათ წარმოადგინონ შესასყიდი მასალების ნებისმიერ (ერთ ან მეტ) სახეობაზე. წინადადებები მიიღება ასევე დაბალ რაოდენობებზეც.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია შემოთავაზებული მასალ(ებ)ის ღირებულების შესახებ (განფასება);
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
 - შემოთავაზებული პროდუქციის მიწოდების ვადები და პირობები;
 - პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
 - ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
 - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
 
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 13 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე
შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 14-15 ოქტომბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.