ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7763 - COVID-19-ის ფარგლებში ჯანმრთელობის, ბიზნესისა და მმართველობის თემებზე კარგი პრაქტიკების კვლევა და ვირტუალური ღონისძიებების ორგანიზება მუნიციპალურ დონეზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 13.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: “Research of good practices and moderation of virtual events on the subject of health, business and governance at municipal level in times of COVID-19 “
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.6253.9-001.05
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83363892

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.  

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 19.10.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. GIZ იტოვებს
უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ. პატივისცემით,

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები