ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T777 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქინვესტი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის თაობაზე

შესყიდვის ობიექტის დახასიათება: დიდი ხნის პერიოდით ნაყარი სამშენებლო ნარჩენების გატანა. დაახლოებით 400 მ3.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge ან/და t_chichua@giec.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 13 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 14-15 ოქტომბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ