ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T78 - კონკურსი შემეცნებითი გადაცემების დამზადებაზე

კონკურსის აღწერილობა:

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/ECOVISION“ - არასამეწარმეო არაკომერცილი იურიდიული პირი - აცხადებს კონკურსს ყოველკვირეული საბავშვო გარემოსდაცვითი შემეცნებითი გადაცემების დამზადებაზე პროექტის ,,ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“.

კვალიფიკაცია: წინადადების წარმომდგენს უნდა გააჩნდეს საბავშვო, შემეცნებითი გადაცემების მომზადების გამოცდილება. ასევე უნდა გააჩნდეს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების თემატიკასთან დაკავშირებული გადაცემების მომზადების გამოცდილება.

ტექნიკური აღწერა: 16 გადაცემა, ქრონომეტრაჟი 35 წუთი, ფორმატი - თითოეულ გადაცემას უნდა გააჩნდეს თემის აღწერილობითი ნაწილი, ცდა ან თამაში, გარესიუჟეტი და კითხვები გადაცემის სტუმართან.

წინადადების წარმომდგენმა უნდა უზრუნველყოს:

  • დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებულ თემებზე 16 გადაცემის სტუდიური ჩაწერა ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით
  • გარე სიუჟეტების ჩაწერა ყველა გადაცემისათვის
  • ყოველი გადაცემის შეფუთვა (მუსიკალური გაფორმება, სტუდიის დეკორაციის გაკეთება, გადაცემის გრაფიკული შეფუთვა)
  • რომელიმე წამყვან ტელეარხზე (საზოგადოებრივი არხი, რუსთავი 2, იმედი) შაბათს ან კვირას საბავშვო ხაზის საეთერო დრო
  • 16 გადაცემის ყოველკვიურად ეთერში გაშვება ტექნიკური ხარვეზის გარეშე
  • გადაცემის კვირაში ერთხელ გამეორება
  • 16 გადაცემის ტელე-ანონსის მომზადება და მისი ყოველდღიურად ეთერში გაშვება მინიმუმ 3-ჯერ
  • ყველა გადაცემის ჩანაწერის დამკვეთთან ჩაბარება სატელევიზიო ფორმატში
  • ყველა გადაცემის მაღალი ხარისხის ჩანაწერის დამკვეთთან ჩაბარება ვებ-გვერდზე ასატვირთ ფორმატში
  • ყველა გადაცემის ჩანაწერის ატვირთვა დამკვეთის მიერ მითითებულ ინტერნეტ საიტებზე


ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარებში დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.

აღნიშნული შესყიდვა არ მოიცავს გადაცემის რეჟისორის, მონტაჟის რეჟისორის და წამყვანის ჰონორარებს.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა 2014 წლის 15 მაისი.

შემოთავაზება გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ecovision.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ