ჩაბარების ვადა:

8 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7811 - ტენდერი ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არსებული აბრების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არსებული აბრების მომსახურებაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება  სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში გამარჯვებული კომპანია ბანკს მოემსახურება  ბანკის არსებულ ობიექტებზე.
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო  ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული  სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი  სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) 
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 8 ოქტომბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
    ვაჭრობის ბიჯი: 25 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
სალომე ყუფარაძე
მობ: 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 25.00 ‎₾