ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7813 - ტენდერი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L"  გიწვევთ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 

კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე. 

შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელშკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით. 

ტენდერი ჩატარდება 19 (ცხრამეტი) ლოტად (დანართი #1). 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს . 

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 16 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება,
    ხელშკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება: 02 ოქტომბერი, 2020 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 16 ოქტომბერი, 2020 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 04 ნოემბერი, 2020
  • ხელშეკრულების გაფორმება: 09 ნოემბერი, 2020 წელი 

კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის.
კომპანია იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს სატენდერო წინადადება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის, კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის, წარმოდგენილი მომსახურების ხარისხის, ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობის და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შეჯამების საფუძველზე.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება არაუგვიანეს 16.10.2020 (18:00 სთ) ელ-ფოსტაზე providersmanagement@imedil.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+99532) 2922 222 (+995) 579 735225 
ელ. ფოსტა: providersmanagement@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები