ჩაბარების ვადა:

14 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7822 - ტენდერი კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” აცხადებს ტენდერს კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ (COVID19-ის გავლენა ბიზნეს სექტორზე საქართველოში)

2020 წლის დასაწყისში, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ საქართველო და მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. ახალმა რეალობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზეც, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს კონსოლიდირებული ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოუტანა მსოფლიო პანდემიამ ბიზნესს საქართველოში, რა გავლენა მოახდინა ბიზნესის ხედვაზე კორპორაციული მდგრადობის სამივე განზომილების მიმართულებით: სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური.

კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანს წარმოადგენს, ბიზნეს სექტორში, კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების კუთხით ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, კერძოდ, კვლევაში ასახული უნდა იქნეს 2020 წელს ბიზნესში შექმნილი გამოწვევები, არსებული სიტუაცია, პანდემიის შემდეგ თუ როგორ აღიქვამენ კომპანიები კორპორაციულ პასუხისმგებლობას (მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები), მათ შორის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კუთხით.

ბიზნეს სექტორზე პანდემიის გავლენის შესახებ ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • პანდემიის შემდეგ როგორ აღიქვამენ კომპანიები კორპორაციულ პასუხისმგებლობას (მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები)
  • კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტები შეიცვალა თუ არა პანდემიის შედეგად და თუ შეიცვალა როგორ?
  • კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პროცედურები შეიცვალა თუ არა პანდემიის შედეგად და თუ შეიცვალა, როგორ?
  • რა გავლენა მოახდინა პანდემიამ შიდა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე (თანამშრომლების უსაფრთხოება, თანამშრომლების მორალური მდგომარეობა, მომხმარებლების უსაფრთხოება, გენდერული თანასწორო და სხვა)?
  • რა არის ახალი მდგრადი ბიზნესის შესაძლებლობები, რომელსაც კომპანიები ხედავენ პოსტ პანდემიის დროს და მომავალში მდგრადობა რამდენად შეცვლის  მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესს?
  • დაინახეს თუ არა კომპანიებმა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობა და აპირებენ თუ არა ამ მიმართულებით სამომავლოდ სტრატეგიის შემუშავებას.
  • კრიზისის დროს გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირება;
  • სექტორების მიხედვით არსებული ვითარება;
    - რომელი სექტორები დაზარალდა ყველაზე მეტად/ნაკლებად
    - რომელი სექტორები აღმოჩნდა ყველაზე მეტად/ნაკლებად მოუმზადებელი კრიზისთან გასამკლავებლად
    - რომელმა სექტორებმა შეძლეს კრიზისთან გამკლავება
    - რომელმა სექტორებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები
    - რომელმა სექტორებმა შეძლეს საქმიანობის ახალ რეალობასთან მორგება/ სიტუაციასთან სწრაფი ადაპტაქტირება
  • როგორი იყო კომპანიების შიგნით არსებული სიტუაცია, როგორ იყო თანამშრომლებში პასუხისმგებლობები გადანაწილებული;
  • შეძლეს თუ არა თანამშრომლების შენარჩუნება, თუ არა, რა პირობით გაათავისუფლეს;
  • მოუწიათ თუ არა კომპანიებს დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა ამ პერიოდში;
  • მენეჯმენტის/არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რა ხარვეზები/ძლიერი მხარეები აღმოაჩინეს კომპანიებმა კრიზისის ფონზე;
  • რამდენად შეძლეს დისტანციურად საქმიანობის წარმართვა, რა ალტერნატიული საშუალებები გამოიყენეს ამისთვის;
  • რა ხარვეზები და პრობლემები შეექმნათ კლიენტებთან, მომწოდებლებთან,  ურთიერთობის დროს;
  • სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის გამოწვევები;
  • არსებული სიტუაციიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე თუ შეიმუშავეს განახლებული სტრატეგია, ანალიზი.

ტექნიკური დავალება
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი აქტივობების შესრულება და უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული მომსახურების ვადები (timeline) და ხარჯთაღრიცხვა:

# მომსახურების დასახელება მომსახურების აღწერილობა
1 საჭიროებათა ანალიზი და შეფასებითი ანგარიშის მომზადება
  • კითხვარის შემუშავება;
  • სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
  • სამაგიდე კვლევა
  • სატელეფონო ინტერვიუები, პირსპირ შეხვედრები, ან/და ფოკუს ჯგუფები.
კვლევა უნდა მოიცავდეს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს; 
 
კვლევა უნდა იყოს წარმოადგენლობითი, განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით. 
2 მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი კვლევა უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. შემსრულებელმა დამკვეთს უნდა მიაწოდოს საბოლოო ანგარიშის დარედაქტირებული ვერსია ორივე ენაზე. 


მომსახურების დასრულების შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტები

კონტრაქტორმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • საინფორმაციო კითხვარი;
  • კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია და შეგროვებული დაუმუშავებელი მასალა;
  • შესრულებული სამუშაოების ანგარიშების საბოლოო ვერსია (დარედაქტირებული) ქართულ და ინგლისურ ენაზე.

*პროექტის ვადის დასრულებამდე ან მის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს კონტრაქტორის მონაწილეობა ანგარიშის საჯარო წარდგენის ღონისძიებაში.

კვლევის ვადები

მომსახურების შესრულების საბოლოო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2020 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს ბიზნესსექტორთან კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;
  • კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს კვლევითი საქმიანობისა და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების უწყვეტი გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;
  • სასურველია, კანდიდატ კომპანიას გააჩნდეს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირს, რისთვისაც მათ მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ტექნიკური წინადადება
  • შეთავაზება, სადაც აღწერილი იქნება კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია
  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილების შესახებ
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები
ფინანსური წინადადება
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვა (დღგ-ს გარეშე)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, 2020 წელი.
  • განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე procurement@cida.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: „Research: Business and COVID-19 “

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა

დოკუმენტაცია