16 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T7838 - ტენდერი ღრმაღელის საფილტრე სადგურის ტერიტორიაზე მდებარე 2000 მ3 რეზერვუარის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ღრმაღელის საფილტრე სადგურის ტერიტორიაზე მდებარე 2000 მ3 რეზერვუარის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- ღრმაღელის საფილტრე სადგურის ტერიტორიაზე მდებარე 20003 რეზერვუარის სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული პროექტების შესაბამისად.
განსაკუთრებული მოთხოვნა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
- პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
- ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი); - მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;
1.3 განფასება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქ. თბილისი, ღრმაღელის საფილტრე სადგური;
- სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.
1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
- პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
1.7 ანგარიშსწორების პირობები
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
- სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკი;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
- წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2020 წლის 16 ოქტომბერს, 18:00 საათი
- წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 16 ოქტომბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03
საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები