ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7839 - მრავალფუნქციური ღუმელი პროფესიონალური სამზარეულოსთვის

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 20.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

შემოთავაზების სხვა ვალუტაში გამოგზავნით, მომწოდებელი აცხადებს თანხმობას, რომ მოწოდებული შემოთავაზება დაკონვერტირდება ტენდერის დასრულების თარიღის მომდევნო სამუშაო დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვილით კურსის მიხედვით ლარში.

შესაბამისად ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმდება აღნიშნული გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად);
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება - “Multifunctional oven for professional kitchen services
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 და ნომერი: 91143538

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 27.10.2020-სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ.

სხვა პირობები:

  • შემოთავაზება განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მზად არის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს საბანკო გარანტია. პრეტენდენტი ვალდებულია, თანხმობა აღნიშნული გადახდის ფორმაზე დააფიქსიროს მის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში.
  • ანაზღაურება: წინასწარი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
  • საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: შეკვეთის გაფორმებიდან 4 კვირის ვადაში
  • მიწოდების ადგილი: ბათუმი, მ.ლერმონტოვის ქ. 84 / თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. 1 / მცხეთა, სოფ. წინამძღვიანთკარი
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის დაცული ტრანსპორტი, ნებისმიერი სახის დაზიანების თავიდან ასაცილებლად
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღუმელის დამონტაჟება თითოეული მიმღების შენობაში
  • ღუმელის დამონტაჟება უნდა განხორციელდეს კვალიფიციური და სერთიფიცირებული ტექნიკოსის მიერ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად

ტენდერის კატეგორია:

  • 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა