ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T784 - ტენდერი მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • 1 კგ. მცირე ზომის ლუქი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ყოველთვიური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 500 კგ. ოდენობით. მოწოდება უნდა მოხდეს ყოველი თვის დასაწყისში 100-200 კგ. ოდენობით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მოწოდება უნდა მოხდეს თვის განმავლობაში.
  • მცირე ზომის ლუქი უნდა იყოს დამზადებული ტყვიისგან (ნიმუშის ამსახველი ფოტოები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში).

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 9 ოქტომბერი– 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეკვეთილი საქონელის მოწოდების შემდეგ;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის (1 კგ.) ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის მცირე ზომის ლუქების შესყიდვაზე შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20455&lang=geo