ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7841 - აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა სამუშაო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ტექნოლოგიის ვორქშოფისთვის

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 20.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, აშშ დოლარში. შემოთავაზება, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვა ვალუტაში არ განიხილება.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად);
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება - “Procurement of equipment and software for Occupational Safety and Environmental Technology workshop
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • მიუთითოთ ლოტის ნომერი.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 და ნომერი: 91143373

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • ლოტის ნომერი
  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 27.10.2020-სთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ.

სხვა პირობები:

  • საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: არაუგვიანეს 30.11.2020-ისა.
  • ანაზღაურება: წინასწარი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
  • მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #92ა
  • შემოთავაზება განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მზად არის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს საბანკო გარანტია. პრეტენდენტი ვალდებულია, თანხმობა აღნიშნული გადახდის ფორმაზე დააფიქსიროს მის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები