16 ოქტომბერი 2020, 15:20
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T7843 - ტენდერი კლინიკებში გენერალური დასუფთავებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: კლინიკებში გენერალური დასუფთავება - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის კლინიკები“ ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 16 ოქტომბერის 15:00 საათისა.
- კლიენტი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 06 ოქტომბერი 2020
- სატენდერო წინადადებების მიღება - 16 ოქტომბერი 2020
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 22 ოქტომბერი 2020
- ხელშეკრულების გაფორმება - 30 ოქტომბერი 2020
კლიენტი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით გასაწევი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
მომსახურების საგანი: კლინიკებში გენერალური დასუფთავების ჩატარება. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მომსახურება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, დანართ #1-ში მოცემული პირობების გათვალისწინებით. გასაწევი მომსახურების მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #1-შიმოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა
- მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად
- მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დანართში მოცემული კლინიკებში, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში
- პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოების სრული და მოთხოვნის შესაბამისად გაწევა.
გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, სიხშირე და სხვა მახასიათებლები მოცემულია დანართ #1-ში.
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
- ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
- კლიენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე კლიენტს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ მომსახურებაზე.
- მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ სერვისზე, ასევე ნაწილობრივ ჩამონათვალზე.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი
- მიწოდების / მომსახურების ვადები
- საგარანტიო პირობა
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს:
- რომელთაც გააჩნიათ მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში
- რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 100,000 ლარი.
სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით;
- ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები);
- შევსებული ექსელის ფორმაში და ასევე ხელმოწერილი ‘’შესასყიდ პოზიციებზე დაწვრილებითი ინფორმაცია’’ მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით.
ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს კლიენტის მდგომარეობა.
(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):
- მომსახურების პირობები უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 30 დღიან საკონსიგნაციო მომსახურებას.
- სერვისის გაწევა უნდა მოხდეს შაბათ-კვირას, ან კვირის სხვა დღეებში არასამუშაო საათებში
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
კლიენტი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 16 ოქტომბერი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება