ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7878 - ტენდერი პოლიეთილენის მილების პირა-პირა შედუღების აპარატებისა და პოლიპროპილენის მილების შესადუღებელი უთოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პოლიეთილენის მილების პირა-პირა შედუღების აპარატებისა და პოლიპროპილენის მილების შესადუღებელი უთოების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • დანართ N1-ში აუცილებალდ მითითებული უნდა იყოს საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა.
  • იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადებაში (დანართი N1) არ იქნება მითითებული საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება.
  • შენიშვნა:  სატენდერო წინადადება შესაძლებელია გადანაწილდეს რამდენიმე პრეტენდენტზე საუკეთესო ფასების მიხედვით.

შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

  • შემოთავაზებული საქონელი უნდა იძებნებოდეს მწარმოებლის კატალოგში. მიმწოდებელმა სატენდერო წინადადებაში (დანართი N1) უნდა მიუთითოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი.
  • აუცილებელია, რომ გარანტიის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში.

საგარანტიო პირობები და ვადები:

  • მოწოდებულ საქონელს უნდა გააჩნდეს საქონლის მოწოდებიდან 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა; 
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა) უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება ან/და თუ შეკეთებას არ ექვემდებარება შეცვლა ახლით;
  • საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: პირველი ეტაპზე მოწოდება უნდა განხორციელდეს 2020 წლის ბოლომდე, ხოლო მეორე ეტაპზე -  2021 წლის პირველ კვარტალში დანართი N1-ის შესაბამისად.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7, 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს პროდუქციის ხარისხის სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. აღნიშნული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ია ჟიჟიაშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ტელ.: +995 322 931111 (1148); 598 37 34 31
ელ. ფოსტა: izhizhiashvili@gwp.ge

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ტელ.: +995 322 931111(1141); 595 52 33 81
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42600000 ჩარხები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა