ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7893 - მევენახეობის ტექნიკის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 21.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. 

შემოთავაზების სხვა ვალუტაში გამოგზავნით, მომწოდებელი აცხადებს თანხმობას, რომ მოწოდებული შემოთავაზება დაკონვერტირდება ტენდერის დასრულების თარიღის მომდევნო სამუშაო დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვილით კურსის მიხედვით ლარში. შესაბამისად ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმდება აღნიშნული გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • კომპანიის სრული სახელწოდება (ლათინურად)
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება „ Procurement of Viticulture equipment
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში რუსთაველის
 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი 

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00
და ნომერი: 91143634

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 28.10.2020 -სთვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 16700000 ტრაქტორები
  • 16300000 მოსავლის ასაღები მანქანები
  • 16400000 შესაწამლი მანქანები სოფლის მეურნეობის ან მებაღჩეობისათვის
  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები

დოკუმენტაცია