ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T7896 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე (გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დანართი N1 - ფასების ცხრილი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე (გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით).

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ქართულ ენაზე

წინადადებების წარმოდგენა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ელექტრონულად, www.tenders.ge-ს პორტალის მეშვეობით

სატენდერო წინადადების ვალუტა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ეროვნული ვალუტა (ლარი)

შესყიდვის ღირებულების დაახლოებითი მოცულობა:

  • ხელშეკრულების პერიოდში (12 თვე) შესასრულებელი სამუშაოების ჯამური საორიენტაციო მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 5,000,000 ლარს (გადასახადების ჩათვლით). 
  • ბანკი ამ მოცულობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ვინაიდან ტენდერის ფარგლებში შესაძლოა შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია და ასევე, შესაძლოა წლიური დაკვეთების მოცულობა შეიცვალოს როგორც ზრდის ასევე შემცირების მიმართულებით;

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა: სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან: 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ნაწილებს:

  • დანართი N1 - ფასების ცხრილი;
  • დანართი N2 - რეკვიზიტები;
  • დანართი N3 - შემოთავაზებული პროდუქტის/მასალების დეტალური სპეციფიკაციები;
  • დანართი N4 - ფინანსური დოკუმენტაცია;
  • დანართი N5 - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ტენდერში მონაწილემ შეავსოს დანართი N1 – „ფასების ცხრილი“ და წარმოადგინოს იგი როგორც ხელმოწერილი ასევე ექსელის ფორმატში;

ფასების ცხრილში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს. 

ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს რა მოგების პროცენტი აქვს გათვალისწინებული ერთეულ ფასებში:

მოგება (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) ----%

დანართი N1-ში, ასევე მოცემულია 3 პუნქტი რომელიც გულისხმობს საქართველოს ბანკის 3 სხვადასხვა ტიპის ობიექტის სარემონტო სამუშაოების განფასებას 1 მ2 შემთხვევაში. აღნიშნული ობიექტების დათვალიერება და საველე ვიზიტი შესაძლოა დაინიშნოს ბანკის საპროექტო სამსახურის უფროსთან ერთად. ტენდერში მონაწილემ უნდა განაფასოს აღნიშნული 3 პუნქტიც და მიუთითოს 1 მ2 ობიექტის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, ლარში, გადასახადების ჩათვლით;

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.

პრეტენდენტებმა დანართი N1 - “ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითონ საქონლის სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

პრეტენდენტებმა წინადადებას თან უნდა დაურთონ შემოთავაზებული მასალებისა და საქონლის სპეციფიკაციები.

ტენდერში მონაწილეს უნდა შეეძლოს მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული მასალების „ტექნიკური დამტკიცების ევროპული ორგანიზააციის“ (European Organisation for Technical Approval – EOTA) მოთხოვნებისადმი და მითითებული სტანდარტებისადმი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერთიფიკატი, დეკლარაცია) ასლები.

ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

სატენდერო წინადადების ხელმოწერა:

  • სატენდერო წინადადება ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს: შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პირის მიერ
  • სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება:

    სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე კომპანიამ წერილობით (ელ-ფოსტის მეშვეობით) უნდა მიმართოს ბანკის საკონტაქტო პირს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში:
  • არაუგვიანეს ტენდერის გახსნამდე 3 სამუშაო დღით ადრე

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 5 ნოემბერი 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 75000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი:
მარიამ ნაკაშიძე
შესყიდვების მენეჯერი
ტელ: +995 599 358 444
ელ ფოსტა: mnakashidze@bog.ge

შესაძლებელია დაიგეგმოს საველე ვიზიტი ან/და წინასატენდერო შეხვედრა, კომპანიების მხრიდან ამგვარი მოთხოვნის შემთხვევაში. შეხვედრის დეტალები საჭიროების შემთხვევაში დამატებით აიტვირთება სისტემაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 75'000.00 ‎₾