ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7907 - ცენტრალიზებული Wi-Fi სისტემის გადაწყვეტილების დანერგვა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 6 ნოემბერი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. მის მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ისეთი ქვეყნები ყიდულობენ, როგორიცაა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, რუსეთი და ა. შ. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია.

პროექტი მიზნად ისახავს ცენტრალიზებული Wi-Fi სისტემის გადაწყვეტილების დანერგვას.

მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიის მიმართ:

  • მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF)
  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი
  • კორპორატიული WI-FI ინფრასტრუქტურის დიზაინის შექმნის და დანერგვის გამოცდილება
  •  მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (მინიმუმ 3)
  • 3 სარეკომენდაციო წერილი
  • მინიმუმ 2 სერტიფიცირებული სპეციალისტი
  • მხარდაჭერა ადგილობრივად + მწარმოებლის

შემოთავაზებული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

  • Wi-Fi ქსელით დასაფარი ლოკაციების „Heat Map“-ების შედგენას
  • “Heat-Map”-ის მოხედვით AP-ების ზუსტი რაოდენობის და სამონტაჟო წერტილების განსაზღვრას
  • გადაწყვეტილების გამართვას, ტესტირებას და ჩაბარებას
  • მინიმუმ ერთ წლიან ადგილობრივ და მწარმოებლის მხარდაჭერას
  • ადმინისტრირების ტრენინგი კომპანიის თანამშრომლისთვის (2 ან 3 ადამიანი)

მოთხოვნები:

  • სისტემის (კონტროლერის) ცენტრალური მართვის მენეჯმენტი:
    - Web ინტერფეისი (HTTP/HTTPS)
    - CLI ინტერფეისი  (Telnet/SSH)
  • სხვადასხვა ტიპის AP-ების მიერთების საშუალება ერთ კონტროლერზე
    - გარე გამოყენების IP67 (ყინვა, თოვლი, მტვერი...)
    - შიდა გამოყენების, განსხვავებული სიმძლავრის, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე
    - გარკვეულ AP-ებს შეეძლოს მინიმუმ >=200 კლიენტის მიერთება (საკონფერენციო დარბაზი, სხვა თავშეყრის ადგილები)
  • მინიმუმ 1(ერთი) - 1 Gbps  PoE პორტი
  • 2.4 GHz & 5GHz რადიო სიხშირეების ერთდროული გამოყენების შესაძლებლობა
  • 802.11 a/b/g/n/ac/
    - 802.11 ax მხარდაჭერა სასურველია
  • SSID-ბის რაოდენობა >= 16
  • Vlan-ების მხარდაჭერა (IEEE 802.1Q  VLAN tagging)
  • უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მხარდაჭერა (WPA2, WPA3)
  • აუტენტიფიკაცია 802.1X-ით (RADIUS, LDAP, AD)
  • AP-ს და კონტროლერს შორის კავშირის დაკარგვის შემთხვევაში, დაკავშირებულ კლიენტებს უნდა შეეძლოთ მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელება.
  • SNMP v1, 2, 3 პროტოკოლის მხარდაჭერა
  • ერთჯერადი (დროებითი) პაროლების მართვის მექანიზმი (სტუმრებისთვის)
    - სასურველია Outdoor AP-ები იყოს მორგებული ინდუსტრიულ გარემოზე, საწარმოო ობიექტების ტერიტორიაზე მოძრავი საშუალებების უწყვეტი კავშირის უზრუნველსაყოფად

წინადადების მიღების მოლო ვადა: 6 ნოემბერი.

გთხოვთ თქვენი წინადადებები ელექტრონული სახით წარმოგვიდგინოთ 2020 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით. pdf ფორმატში საფოსტო მისამართზე: d.dumbadze@gm.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები