ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T7917 - ტენდერი მეორადი სპეც ტექნიკის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) აცხადებს ტენდერს მეორადი სპეც ტექნიკის გაყიდვაზე.

1.2 სპეც ტექნიკის ჩამონათვალი,

  • დანართ N1-ში მოცემულია გასაყიდი ტექნიკის დასახელბა, რაოდენობა და კომენტარი მის ეხლანდელ მდგომარეობაზე, ერთ ლოტად:
  • ლოტი 1-  შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)
  • მეორადი სპეც ტექნიკის შესაფასებლად აუცილებელია ადგილზე ვიზიტი და დათვალიერება.
  • დანართ N1-ში წარმოდგენილი სპეც ტექნიკა არის მეორად მდგომარეობაში. გამყიდველი არ იღებას პასუხისმგებლობას მის ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე. მყიდველი ვალდებულია შესყიდვამდე ჯეროვნად შეამოწმოს შესყიდვის ობიექტი.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში  დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში. 

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღე.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • ავტომობილის გაყვანა მყიდველის მიერ მისამართებიდან: 
  • 1. ლოტი 1  - შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) - ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ.5;
  • ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში.
  • გაფორმების ხარჯებს იხდის მყიდველი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით საქონლის მიწოდებამდე, ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • პრეტედენტს აქვს უფლება წარმოადგინოს ფასების ცხრილი მხოლოდ ერთ ლოტზე, ორ ლოტზე ან სრულად სამივე ლოტზე.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება თითოეულ შემსყიდველზე/კომპანიაზე, ცალ-ცალკე სატენდერო პირობების გათვალისწინებით. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 26 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილვა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 16700000 ტრაქტორები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა