ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7959 - ტენდერი სავაჭრო ცენტრში არსებული საერთო მოხმარების ტუალეტებისთვის კარების დამზადების და ინსტალაციის განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი არის სავაჭრო და გასართობი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თბილისის გასასვლელში. შენობა 4 სართულიანია და შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან).

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრში არსებული საერთო მოხმარების ტუალეტებისთვის კარების დამზადების და ინსტალაციის განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად.

  • შემოთავაზებასთან ერთად კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის პორთპოლიო და ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ნუსხა.
  • შემოთავაზება უნდა იყოს გამოგზავნილი დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე 05.11.2020 თბილისი დროით 15:00 საათამდე.

შემოთავაზება შეიძლება იყოს მიღებული ნებისმიერ სამუშაო დღეს ზემოთ აღნიშნული დროის ამოწურვამდე.
წარდგენის შემდეგ კლიენტი ხდება შემოთავაზების ერთადერთი და აბსოლუტური მესაკუთრე და არანაირი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ უბრუნდება კონკურსის მონაწილეს.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, სასურველი გადახდის პირობა.
მიწოდების ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი #213 (ყოფილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), 0131 თბილისი, საქართველო. (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ ადმინისტრაცია)
მიმღები: ზურაბ გაჩეჩილაძე

წინადადების ჩაბარებამდე კონკურსის მონაწილეს შეუძლია ფართის დათვალიერება წინასწარ მოთხოვნის გამოგზავნის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
ზაზა აბრამია
E-mail: z.abramia@tbilisimall.com
Tel: +995 599 588 538

კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტს:
მირიან კაკაბაძე
E-mail: mkakabadze@tbilisimall.com
Tel: +995 599 88 54 55 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 44200000 სტრუქტურული მასალები