ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2020, 16:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T7965 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 30 ოქტომბერი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე. განიხილება მსუბუქი ავტომობიელების/მინივენების და მიკროავტობუსების კომბინაცია. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ იურიდიულმა პირებმა, სატრანსპორტო სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებით;

დავალებათა აღწერილობა:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დანართ N3-ში მოცემული გრაფიკებისა და მისამართების მიხედვით, ასევე ქვეყანაში დადგენილი წესებისა და პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური გადაწვეტის შემოთავაზება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • კომპანიამ უნდა უზრუნვეყოს ბანკის თანამშრომლების სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილებამდე და პირიქით, საცხოვრებელი ადგილებიდან სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება; ტრანსპორტირების დროს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესაძლოა ერთზე მეტი თანამშრომლის გადაყვანა, ქვეყანაში არსებული შესაბამისი რეგულაციის დაცვით;
  • B. დანართ N1-ში Excel-ის ფაილში, მოცემულია 5 სხვადასხვა გვერდი/”Sheet”:
    - პუშკინის ოფისი (SA) - დღე;
    - პუშკინის ოფისი (SA) - ღამე;
    - პუშკინის ოფისი (INK);
    - კოსტავას ოფისი (SA);
    - კოსტავას ოფისი (INK);
    - არ უნდა მოხდეს ამ 5 „Sheet”-ზე მოცემული თანამშრომლების გადაკვეთა ერთ სატრანსპორტო საშუალებაში;
  • თითოეულ გვერდზე/„Sheet”-ზე მოცემულია თანამშრომლების სია, რომელთაც ბოლო სვეტში მიწერილი აქვს კომენტარი თუ რომელ „კლასტერს“ განეკუთვნება.
    - „კლასტერი“ გულისხმობს 2 კვირიან ცვლებს. უფრო ზუსტად, 2 კვირაში ერთხელ იცვლება „კლასტერი“: I კლასტერის თანამშრომლები იცვლებიან II კლასტერის თანამშრომლებით და ა.შ.
    - თითოეულ „კლასტერს“ უნდა ჰყავდეს თავისი მძღოლები, რომლებიც შეიცვლებიან „კლასტერის“ ცვლილებასთან ერთად;
    - იმ 2 კვირის განმავლობაში, სანამ საქართველოს ბანკის ერთი „კლასტერი“ არ იმუშავებს, შესაბამის მძღოლს შეეძლება დასაქმდეს სხვა პროექტზე, თუმცა თუ საქართველოს ბანკს დასჭირდება მათი სასწრაფო წესით გამოძახება, კომპანიამ უნდა შეძლოს მათი მობილიზება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შესაბამისი „კლასტერი“-ს ცვლა არ იქნება მიმდინარე პერიოდში მორიგე;
  • პროექტზე მომაგრებული მძღოლები, როდესაც მათი შესაბამისი „კლასტერი“ იქნება აქტუალური, უნდა ემსახურებოდნენ მხოლოდ საქართველოს ბანკის თანამშრომლებს. როდესაც მათი შესაბამისი „კლასტერი“  არ იქნება მორიგე, შეუძლიათ დასაქმდნენ სხვა პროექტებზე, როგორც ეს აღწერილია პუნქტ B-ში.
  • ავტომობილები შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს ბანკის გარდა სხვა პროექტებისთვისაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პროექტში მათი სარგებლობის ყოველი შემთხვევის შემდეგ მოხდება მათი სათანადო წესით დეზინფექცია. თუ აღნიშნული ვერ მოხერხდება, მაშინ ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საქართველოს ბანკს;
  • ტენდერის მონაწილე კომპანის უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოა ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია; ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე მძღოლებს შესაძლოა მოუწიოთ ცხრილის გრაფიკებიდან გადახვევა და დალოდება ან გამოძახების გადავადება და ისინი მზად უნდა იყვნენ ამგვარი მოქნილობისთვის;
  • ავტომობილების დეზინფექცია უნდა ხდებოდეს დადგენილი რეკომენდაციების, წესებისა და სიხშირის დაცვით, ყოველდღიურად. მძღოლები უნდა იყვნენ აღჭურვილნი პირბადეებით;
  • ბანკის აღნიშნული სამსახური მუშაობს ყოველ-დღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეების ჩათვლით. კვირას - თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობით;
  • კომპანიამ დანართ N3-ში მოცემული გრაფიკების გათვალისწინებით უნდა შემოგვთავაზოს 1 ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის მომსახურების ღირებულება 1 დღის განმავლობაში. ასევე, უნდა განსაზღვროს სულ რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად და მათი ნამრავლით გამოიყვანოს 1 დღის მომსახურების ფასი.
  • ტენდერში მონაწილემ, პროექტის ფარგლებში 1 დღის მომსახურების ფასი ლარში (ჯამური სატენდერო ფასი)  უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში - „ფასების ცხრილი“ და ასევე ტენდერის ელ-პორტალის სისტემაში; ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის, დეზინფექციის ხარჯებს და ა.შ.
  • ფასების განსაზღვრის დროს, ტენდერში მონაწილემ უნა გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, მათ შორის 1 ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ნებადართული მგზავრების რაოდენობა, ა.შ.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • პროექტის ფარგლებში უნდა გამოიყოს პროექტის კოორდინატორი, რომელსაც ექნება უშუალო კონტაქტი დამკვეთთან და  უნდა მუშაობდეს შესაბამისი ცხელი ხაზი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორთან უწყვეტი კავშირის შესაძლებლობა ექნებათ დამკვეთის წარმომადგენლებს;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
  • შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდა იყოს კარგ მდგომარებაში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
  • შეზღუდვების გამკაცრების შემთხვევაში, კომპანიას უნდა შეეძლოს, აქტიური ქმედებები განახორციელოს შესაბამისი ნებართვებისა და საშვების მოსაპოვებლად (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) რათა არ მოხდეს, ბანკის თანამშრომლების გადაადგილების შეფერხება;
  • პროექტის განხორციელების დროს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დაუშვებელი იქნება 15 წუთზე მეტი ხნით დაგვიანება;

ტენდერის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის მოკლე აღწერა (გამოცდილება, კლიენტების სია); 
  • მძღოლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვას;
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები;

ხელშეკრულების გაფორმების წინ, ტენდერში მონაწილეს შესაძლოა მოეთხოვოს მძღოლების შესახებ დამატებითი ინფომაციის წარმოდგენა: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, მართვის მოწმობაზე არსებული ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია/ცნობა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 30 ოქტომბერი 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 30 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: +995 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ოქტომბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 30.00 ‎₾