ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7977 - ტენდერი ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის და(დანართი #2)-ის შესაბამისად. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომწოდებელმა საბურავების მოწოდება უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, დანართი #2-ით განსაზღვრულ ქალაქებში, თანმდევი მომსახურებით(არსებულის მოხსნა, ახლის დაყენება, ბალანსირება);
  • მოწოდებული საბურავი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია, უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელმა საბურავ(ებ)ი უნდა შეცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავ(ებ)ით. 
  • შემოთავაზებულ საბურავებზე მითითებული უნდა იყოს სეზონის შესაბამისი მარკირება.
  • შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს არანაკლებ 2019 წლის გამოშვება, რასაც უნდა ადასტურებდეს საბურავზე მარკირება;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკში“;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 29 ოქტომბერი 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში. შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00;

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები