ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7989 - PR მასალების შესყიდვა / Procurement of PR items

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი, დანართი 1 - ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 28.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან, სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • კომპანიის სრული სახელწოდება (ლათინურად)
  • კომპანიის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება „ Procurement of PR items “
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი 

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერი: 15.2192.1-001.00
და ნომერი: 91144351

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები,
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა. 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება, სავარაუდოდ, დასრულდება 29.10.2020 -სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დოკუმენტაცია