ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7999 - ტენდერი უწყვეტი კვების წყაროსთვის დამატებითი აკუმლატორის მოდულების შესყიდვა-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ უწყვეტი კვების წყაროსთვის დამატებითი აკუმლატორის მოდულების შესყიდვისა და მათი მონტაჟის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 16 ნოემბერი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: სოსო გოლუბიანი,
მობილურის ნომერი: 595 11-77-55;
ელ. ფოსტა: s.golubiani@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია. 

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/100/tenderi-utskveti-kvebis-tskarostvis-damatebiti-akumlatoris-modulebis-sheskidvisa-da-mati-montajis-shesakheb 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები