ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T8003 - ტენდერი ავტომანქანების და დიზელ გენერატორების საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L" აცხადებს ტენდერს ავტომანქანების და დიზელ გენერატორების საწვავის შესყიდვაზე.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
  • კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ავტომანქანების და დიზელ გენერატორების საწვავის შესყიდვაზე. გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით.
  • შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელშკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით.
  • ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს: სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“, სს „ევექსის ჰოსპიტლები“, "ევექსის კლინიკები".

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ პრეტენდენტს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საკუთრებაში ან/და მფლობელობაში გააჩნია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი მინიმუმ 35 ავტოგასამართი სადგურისგან (შემდგომში აგს) შემდგარი საცალო რეალიზაციის ქსელი, ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში.
  • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს არ გააჩნია აგს დიდ ქალაქებში, უნდა იქნას წარმოდგენილი ინფორმაცია უახლოესი აგს-ის ადგილმდებარეობის შესახებ;
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს საწვავის მიწოდება ავტომანქანების გამართვის ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის და/ან საბარათე სისტემის მეშვეობით;
  • ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის არსებობა ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში ვალდებულია უსასყიდლოდ გადასცეს კომპანიას დროებით სარგებლობაში ფუნქციონალურად გამართული ავტომატური იდენტიფიკაციის მოწყობილობები და/ან საწვავის პლასტიკური ბარათები;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში უფასოდ მოახდინოს მოწყობილობების მონტაჟი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მათი დემონტაჟი;
  • საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა შეეძლოს საწვავის კომპანიის მიერ მოთხოვნილ ადგილზე მოწოდება სითხის სახით (საწვავმზიდით) საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე;

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 10 ნოემბერი 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს რამოდენიმე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 28 ოქტომბერი 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 10 ნოემბერი 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 20 ნოემბერი 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 30 ნოემბერი 2020 წ.

კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის.

კომპანია იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს სატენდერო წინადადება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის, კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის,წარმოდგენილი მომსახურების ხარისხის, ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობის და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შეჯამების საფუძველზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 10 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ოქტომბერი 2020 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა