ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2020, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T8010 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიწოდებაზე.

თავი I. ზოგადი მიმოხილვა:

  • მომსახურების გასაწევი ობიექტები - აგს-ები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 
  • გასაწევი მომსახურებებლი – დასუფთავების მომსახურების გაწევა და ყველა საჭირო ნივთით (მასალით) უზრუნველყოფა; 
  • აგს-ების რაოდენობა– 42;
  • პერსონალის ჯამური რაოდენობა – 433;
  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა– 24 თვე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან;

თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:   
1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:

  • აუცილებელი პირობა -  მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
  • კომპანიის სრული დასახელება; 
  • იურიდიული მისამართი; 
  • ფაქტიური მისამართი; 
  • ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა; 
  • საკონტაქტო პირი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები; 
  • მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები; 

საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად: 

  • პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 
  • გადახდისუნარიანობის სერტიფიკატი;  
  • შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა; 
  • მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია; 
  • ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;

Коммерческое предложение:

  • ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის საერთო ღირებულებას.  

სატენდერო პროცედურები:

  • ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
  • ტენდერის თარიღი – 15 ნოემბერი 2020 წელი, 15:00.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2020 წლის 09 ნოემბრის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში. 
  • კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი. 
  • კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის. 

განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.  
  • გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან. 
  • თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.  
  • წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია. 
  • კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.  
  • კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.  
  • შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან. 

საკონტაქტო პირი:
მარიკა ჯინჯოლავა
მობ: +995 577 990 577

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება