ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8022 - ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის თხრობის საკითხებში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 09.11.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში: 

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ და ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

შემოთავაზების სხვა ვალუტაში გამოგზავნით, კონკურსანტი აცხადებს თანხმობას, რომ მოწოდებული შემოთავაზება დაკონვერტირდება ტენდერის დასრულების თარიღის მომდევნო სამუშაო დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვილით კურსის მიხედვით ლარში. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულება გაფორმდება აღნიშნული გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი (ლათინურად);
  • მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება: „Expert for Cultural Heritage storytelling“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00 და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83367542

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 13.11.2020 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კონკურსანტთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები