ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8024 - ტენდერი სპეც ტანსაცმლისა და პროდუქციის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

„შპს ენერჯი მოტორსი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ:

  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სპეც. ტანსაცმლის და პროდუქციის შეძენაზე

ენერჯი მოტორსი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიია ბათუმში, საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის მიმართულებით. დღეისათვის კომპანია დაკავებულია საბურავების, საავტომობილო ზეთების, ავტონაწილებისა და აქსესუარების მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ფართო ასორტიმენტის რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. კომპანიის ძირითადი მისიაა, შექმნას კომფორტული გარემო, დანერგოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით , და მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული, როგორც ფიზიკური ასევე კორპორატიული კლიენტების მოთხოვნილებებზე.

ტენდერის დეტალები:

  • შესყიდვა განხორციელდება ერთიანად;
  • შესასყიდ პროდუქციაზე დასაბრენდი ლოგო გთხოვთ, იხილოთ დანართი #2-ის სახით.

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი_N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას +/- 15% ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა აუცილებელია !
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა დაუშვებელი შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
  • შესაბამისობის სერტიფიკატებისა და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო პირი;

 წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 07 ნოემბერი 17:00 საათი
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.ბათუმი, ლეონიძის 2-ე, ასევე წინადადების მიღება შესაძლებელი ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@energymotors.ge

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლენა შანთაძე, მირანდა ქათამაძე
საკონტაქტო ნომერი: 599135612
ელ.ფოსტა: marketing@energymotors.ge, m.katamadze@energymotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი