ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2020, 18:30

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8025 - ტენდერი ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორიციელების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორიციელების მომსახურებაზე.

საკონტრაქტო ვადა: 1 წელი

მომსახურე კომპანიას საჭიროა ჰქონდეს გამოცდილება ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების, უმეტესად გაყიდვაზე ორიენტირებული, ასევე გადამწყვეტია ფინანსურ ინსტიტუციებთან მუშაობის გამოცდილება, რადგან კომპანიის გუნდმა ბანკის გუნდთან ერთად სწორედ საფინანსო პროდუქტების გაყიდვაზე უნდა იმუშავოს.

აუცილებელი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია:

  • საფინანსო ციფრული პროდუქტის შექმნის გამოცდილება;
  • საფინანსო პროდუქტის გაყიდვების არხების აწყობა;
  • საფინანსო პროდუქტებზე Lead Generation Campaign-ის შექმნისა და მართვის გამოცდილება;
  • საფინანსო პროდუქტებზე შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის გამოცდილება;
  • კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს ბანკთან ექსკლუზიური თანამშრომლობა (საფინანსო სექტორსა და მათ შვილობილებში);
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს ბანკზე მომაგრებული Account Manager-ი, რომელიც საჭირო დროში დააორგანიზებს შეხვედრას და გადასცემს დავალებას საჭირო გუნდს;
  • Account Manager-ის გარდა კონკრეტულად საქართველოს ბანკზე იყოს მომაგრებული ორი სამუშაო გუნდი:
    - მთავარი გუნდი: ციფრული მარკეტერი, სტრატეგი, სოციალური მედია მენეჯერი, ედვერთაიზერი
    - დამხმარე გუნდი: ქოფირაითერი, დიზაინერი, გრაფიკოსი
  • მიცემული დავალების შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად, არა უგვიანეს 1 დღისა (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). დავალება შეიძლება მოიაზრებდეს, როგორც კრეატიულ გადაწყვეტას, ისე საჭირო ვიზუალურ მასალას, თუ ქოფის, რომელშიც ბანკი დამატებით თანხას არ გადაიხდის.
  • თვის განმავლობაში მინიმუმ 2 Key ვიზუალის 15-15 ზომაში HTML5 ფორმატში გადაწყობა 

მაქსიმუმ 3 განსხვავებული Key ვიზუალის, საშუალოდ 15-15 ზომაში გადაწყობა, HTML5 ფორმატში, რომელიც მორგებული იქნება Google Ads-ის სარეკლამო მოთხოვნებს.

მთავარი სამუშაო გუნდი ყოველდღიურად ხაზზე ყოფნის გარდა კვირაში აკეთებდეს თანხვედრის შეხვედრებს ბანკის გუნდთან

დახმარება troublshooting-ში, კომუნიკაციაში დახმარება Facebook/Google და სხვა ციფრული პროგრამების საფორთ თიმებთან;

Student Card-ის Facebook გვერდის სრულად მართვა, როგორც ქონთენთის, ისე რეკლამირების კუთხით;

აქტიურ ფაზაში პარალელურად მაქსიმუმ 2 კამპანიის ბრიფზე მუშაობა, თუ კამპანია არ იქნება აქტიურ ფაზაში, შესაძლებელი იქნება ახალი ბრიფის დამატებაც.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 5 ნოემბერი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
სალომე ყუფარაძე
მობ: 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა