ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T8030 - ტენდერი სავაჭრო ცენტრის ვენტილაციის სისტემისთვის ფილტრების შესაძენად განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი არის სავაჭრო და გასართობი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თბილისის გასასვლელში. შენობა 4 სართულიანია და შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან).

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს სავაჭრო ცენტრის ვენტილაციის სისტემისთვის ფილტრების შესაძენად განფასების შემოთავაზება ტექნიკური დავალების შესაბამისად.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მიმაგრებულ ფაილში მოცემულ სპეციფიკაციას.
  • შემოთავაზებასთან ერთად კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი და ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • შემოთავაზება უნდა იყოს გამოგზავნილი დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე 12.11.2020 თბილისი დროით 15:00 საათამდე.
  • გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი და მოწოდების ვადა. გადახდის პირობა - გადახდა მოწოდების შემდგომ.
  • მიწოდების ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი #213 (ყოფილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), 0131 თბილისი, საქართველო. (სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ ადმინისტრაცია)
    მიმღები: ზურაბ გაჩეჩილაძე
  • შემოთავაზება შეიძლება იყოს მიღებული ნებისმიერ სამუშაო დღეს ზემოთ აღნიშნული დროის ამოწურვამდე.
  • წარდგენის შემდეგ კლიენტი ხდება შემოთავაზების ერთადერთი და აბსოლუტური მესაკუთრე და არანაირი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ უბრუნდება კონკურსის მონაწილეს.

წინადადების ჩაბარებამდე კონკურსის მონაწილეს შეუძლია ტექნიკურ საკითხებზე გასაუბრება წინასწარ მოთხოვნის გამოგზავნის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
ალექსანდრე ნოვგოროდსკი
E-mail: a.novgorodsky@tbilisimall.com
Tel: +995 579 609 505

კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტს:
მირიან კაკაბაძე
E-mail: mkakabadze@tbilisimall.com 
Tel: +995 599 88 54 55 

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები