ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2020, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T8031 - ტენდერი ორგმინის დამცავი ბარიერების დამზადებასა და მოწოდებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ვადა გადაიწია 6 ნოემბერი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ორგმინის დამცავი ბარიერების დამზადებასა და მოწოდებაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში და დანართ N3-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • დანართ N3-ში მოცემულია ვიზუალური მასალა და ნახაზი. ორგმინის დამცავი ბარიერი უნდა იყოს აღნიშნული ნახაზის შესაბამისი.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან  10 –კალენდარული დღის ვადაში, ეტაპობრივად:
  • მთლიანი რაოდენობის არანაკლებ 50%-ის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში;
  • დარჩენილი ნაწილის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი - ურეკის ქ. N2;
  • ფასი/ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • გარანტია:  ბარიერებს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 6 თვიანი გარანტია;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 30 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან;
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე, პრეტენდენტს შესაძლოა მოეთხოვოს ნიმუშის დამზადება. ნიმუშის დამზადება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ამგვარი მოთხოვნიდან 2 კალენდარული დღის ვადაში;
  • შეკვეთის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს 10%-ის ფარგლებში;
  • მონტაჟს ბანკი განახორციელებს საკუთარი სახსრებით, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მონტაჟის შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს ბანკის წარმომადგენლებს.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ამასთან, ბანკი იტოვებს უფლებას, მოლაპარაკებები გააგრძელოს ტენდერის გარეთ საუკეთესო ფასის მქონე, ტექნიკურად მისაღები წონადადების მქონე 2 კომპანიასთან და შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 6 ნოემბერი 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 1000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ‎₾