ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8042 - ტენდერი ვიდეორგოლის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” აცხადებს ტენდერს ხუთი ვიდეორგოლის დამზადებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი  მიზნად ისახავს მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნას. საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანას. 

„სიდა“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროგრამის (ACCESS) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაკავშირებით და პარტნიორობის ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას და მათი მდგრადობის უზრუნვლყოფას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხუთი ვიდეორგოლის მომზადებისათვის „სიდა“ იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

სამუშაოს აღწერა: 

  • ხუთი ვიდეორგოლი უნდა მომზადდეს ხუთი ან მეტი ექსპერტის მონაწილეობით, რომლებიც ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის პარტნიორობის უპირატესობაზე და მის მნიშვნელობაზე;
  • თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია 1 წუთამდე; 
  • ვიდეორგოლებისთვის რესპონდენტებს განსაზღვრავს დამკვეთი თუმცა სცენარის შემუშავება უნდა მოხდეს კონტრატორის მიერ დამკვეთთან შეთანხმებით;
  • კონტრაქტორი შეიმუშავებს ვიდეორგოლის სცენარს (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით), ასევე უზრუნველყოფს გამართულ და მაღალი დონის გადაღების პროცესს, მონტაჟს, ფერთა კორექციას, მუსიკისა და ხმოვანი ეფექტების (კადრს გარეთ ხმა) კორექციას.
  • ინტერვიუსთან ერთად რგოლს გრაფიკული გაფორმება უნდა ჰქონდეს;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების გამოყენებით.

შენიშვნა:

  • სამუშაო უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში;
  • ვიდეორგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში. 

ვიდეორგოლის გადაღება უნდა მოხდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

  • ფორმატი FULLHD (1920x1080). ვიდეორგოლის მონტაჟი უნდა მოხდეს უახლესი პროგრამებით. 

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო  გამოცდილება ტენდერით განსაზღვრული დავალების მიმართულებით;
  • სასურველია კომპანიას ჰქონდეს მსგავსი ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება. 

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (პორტფოლიო); 
  • მინიმუმ 3 ვიდეორგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
  • ტექნიკური წინადადება: პროდუქციის მიწოდების პირობები, მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი); 
  • ფინანსური წინადადება: მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 10 ნოემბრის 18:00 საათისა. 
  • სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@cida.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის დასახელება: ვიდეო რგოლის მომზადება.

ყველა შეკითხვა ან განმარტება (ტენდერთან დაკავშირებით) 2020 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Email: procurement@cida.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები