ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8065 - ტენდერი ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული დანართი N1 ფასების ცხრილი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე ორ ლოტად  ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად. 

  • პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს  როგორც ორივე, ასევე მხოლოდ ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები (ბოლო ერთი თვის);
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ  მითითებული მისამართებზე  (დანართი #1);

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ  შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
მომსახურებაში შედის:

ლოტი #1

  • გეგმიური ყოველთვიური სასერვისო და სარევიზიო მომსახურება;
  • სისტემების ყოველთვიური მონიტორინგი;
  • უფასო გამოძახება - ულომიტო;
  • კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა - ულიმიტო;
  • ფართო მასშტაბიანი ტექნიკური დიაგნოსტიკა - კვარტალში ერთხელ;
  • ყველა ტიპის სასერვისო მომსახურება - კვარტალში ერთხელ;
  • ყველა ტიპის სარემონტო მომსახურება - ულიმიტო;
  • ყველა ტიპის საინჟინრო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმებით;

ლოტი #2

  • გეგმიური ყოველთვიური სასერვისო და სარევიზიო მომსახურება;
  • სისტემების ყოველთვიური მონიტორინგი;
  • უფასო გამოძახება - ულომიტო;
  • კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა - ულიმიტო;
  • ფართო მასშტაბიანი ტექნიკური დიაგნოსტიკა - კვარტალში ერთხელ;
  • ყველა ტიპის საინჟინრო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმებით;

დამატებითი პირობა!

  • შემსრულებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემების გამართული მუშაობა;
  • ყოველთვიური გეგმიური ღირებულება უნდა მოიცავდეს ისეთი სახის მომსახურებებს, რომელსაც არ დასჭირდება დამატებითი ნაწილების შეცვლა/შესყიდვა;
  • ობიექტების  ჩამონათვალი, აგრეთვე გარე და შიდა ბლოკების რაოდენობა იხილეთ დანართი #1-ში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 11 ნოემბერი 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200;
ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი:
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398;
ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები