ჩაბარების ვადა:

18 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8066 - ტენდერს საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, Triodos Investment Managment, Triodos Bank და Triple Jump. ფინკა ბანკი დღეისათვის 37 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე თბილისსა და რეგიონებში.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

აუცილებელი პირობა:

  • შეკვეთილი ხარისხიანი პროდუქციის ადგილზე მიწოდება ოფისების მისამართების შესაბამისად, ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში - 5 სამუშაო დღის ვადაში (ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში)
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • პროდუქციის კატალოგი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონელზე ერთეულის ფასის მითითებით (ღირებულება ლარში, დღგ-ს ჩათვლით)
  • საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის სრულად შევსებული ჩამონათვალი პროდუქციის დასახელებისა და ერთეულის ფასის მითითებით (ღირებულება ლარში, დღგ-ს ჩათვლით) (იხ. თანდართული ფაილები)
  • პროდუქციის მოწოდების ვადები და ანგარიშსწორების პირობები
  • კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით, გამონაკლისის სახით შესასყიდ საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონელზე, რაც საერთო ჩამონათვალში არ არის მოცემული.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: 

  • თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი. 
  • კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში. 
  • შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა: 2020 წლის 18 ნოემბერი, 18:00 საათი.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ფინკა ბანკის ნებისმიერ ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სათანადო ოფიციალური ნებართვით ფინკა ბანკი ელექტრონული ფოსტით მონაცემების დამუშავებისას იყენებს კორპორაცია მაიკროსოფტის „ქლაუდ“ სერვერებს, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. დამატებით იხილეთ მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფინკა ბანკმა კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულების მიხედვით შეძლოს მომსახურების გაწევა/განცხადების განხილვა/მიღება/საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართებზე: natia.khuchua@finca.ge ან procurement@finca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა