ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2020, 18:30

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8071 - ტენდერი სატელევიზიო ეთერის დაგეგმარების ნაწილში მედია დაგეგმარების პროფილის სააგენტოებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სატელევიზიო ეთერის დაგეგმარების ნაწილში მედია დაგეგმარების პროფილის სააგენტოებისთვის. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი მომსახურების შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ სრულად წარმოადგინოს დანართი 1 „მოთხოვნები“; 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: „მოთხოვნები“

მედია სააგენტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • საერთაშორისოდ აფილირებული კომპანია, დამადასტურებელი დოკუმენტაციებით; 
  • საქართველოში 2-ივე მზომველის: AGB Nielsen-ისა და კანტარის გამომწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 
  • მედია-სააგენტოს პორტფოლიო კლიენტებისა და მათი მომსახურების შესახებ. 
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
  • შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში სააგენტოს მომსახურების საკომისიო. 

სააგენტო ვალდებული იქნება განახორციელოს მხოლოდ კონკრეტული აქტივობების სატელევიზიო დაგეგმარება 1 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკისთვის.  

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 11 ნოემბერი, 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
სალომე ყუფარაძე
მობ: 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა