16 ნოემბერი 2020, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T8074 - ტენდერი ვიზიტორის ერთჯერადი ხალათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ვიზიტორის ერთჯერადი ხალათების შესყიდვაზე:
საქონლის დასახელება | წონა | ზომა | შესასყიდი რაოდენობა |
1 ცალის ფასი (გადასახადების ჩათვლით) |
ჯამური ფასი (გადასახადების შეთვლით) |
ვიზიტორის ხალათი | 20 გრ | S და M | 10'000 ცალი | - ლარი | - ლარი |
ვიზიტორის ხალათი | 30 გრ | L და XL | 5'000 ცალი | - ლარი | - ლარი |
ჯამი | - ლარი |
ძირითადი მახასიათებლები:
- ერთჯერადი გამოყენების ვიზიტორის ხალათი;
- ხალათს უნდა გააჩნდეს მაჯა, მიბმული ან მიკერებული (ე.წ. „მანჟეტი“);
- სასურველია ლურჯი ფერსის;
მიწოდების ვადა (კალენდარული დღე) |
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში რომლის წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეში, ხოლო საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კალენდარულ თვეზე მეტი.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 800 ლარი;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
- საბანკო რეკვიზიტები;
- შემოთავაზებული საქონლის ფოტოსურათი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 16 ნოემბრის 15:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობის ბიჯი: 800 ლარი;
-
ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე.
-
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები