26 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8096 - ტენდერი საბავშვო ატრაქციონების, ძელ-სკამების და გადასატანი მინი ბუნაგლოს მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში
ტენდერის აღწერილობა:
2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის “, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
ინფორმაცია მოთხოვნილ სამუშაოებზე:
- ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება საბავშვო ატრაქციონების, ძელ-სკამების და გადასატანი მინი ბუნაგლოს მოწყობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბა ჩაქვში მდებარე ყოფილი საჯარო სკოლის დევნილთა დასახლებაში.
- მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე #: RFQ-GEO-002251
- სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 10 ნოემბერი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 24 ნოემბერი
- სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
გთხოვთ სატენდერო წინადადების სრული ტექსტი და ყველა საჭირო დოკუმენტები იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო წინადადება უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო, არა უგვინეს 26.11.2020
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo არა უგვიანეს 19.11.2020
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები