ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8098 - ტენდერი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ტერიტორიაზე CT კაბინეტის მოწყობის, ER სარემონტო სამუშაოების და გათბობა-ველტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში მონაწილეობის მიღებას - მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ტერიტორიაზე CT კაბინეტის მოწყობის, ER სარემონტო სამუშაოების და გათბობა-ველტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარების მიზნით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 16 ნოემბერის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 10 ნოემბერი 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 16 ნოემბერი 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 19 მოემბერი 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 20 ნოემბერი 2020 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 16 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge

ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია:
სოფიო ვაჩაძე
599042477

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ნოემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა